,,დაახლოებით, 100-მდე პირია დაკითხული – გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”- შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის, დაახლოებით 100-მდე პირია დაკითხული.

მისი თქმით, დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები.

„გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით, 100-მდე პირია ამ დრომდე დაკითხული. გამოძიება სწავლობს თბილისის საქალაქო სამსახურიდან და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიიდან ამოღებულ დოკუმენტაციას. გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ წუთშიც ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩვენი ინტერესიც არის სწრაფად და მალე გავარკვიოთ მიზეზი რა მოხდა. გამოძიების შესახებ ეტაპობრივად გაცნობებთ“, – განაცხადა მურადაშვილმა.

მსგავსი თემები