ილონ მასკი უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ STARLINK-ს უფასოდ აღარ მიაწვდის

ილონ მასკის კომპანია SpaceX უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. მასკის კოპმანიამ პენტაგონს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც მასკი პენტაგონს სთხოვს თავის თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების დაფინანსება.

Starlink-ის დაფინანსება SpaceX-ის მტკიცებით 120 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება წლის დანარჩენი პერიოდისთვის და შეიძლება 400 მილიონ დოლარამდე დაჯდეს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინის სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყარო იყო, რაც მათ საშუალებას აძლევდათ ებრძოლათ და დარჩენილიყვნენ კავშირზე მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი და საკაბელო ქსელები ნადგურდებოდა.

 

 

მსგავსი თემები