ქუთაისში კაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცს დენმა დაარტყა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.

ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო დახმარება  და პოლიცია. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები