,,ლაშა ფურცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავე ვარო”- ადვოკატი

,,ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები,”- ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფურცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა მას არ უთხვამს, რომ დამნაშავეა.

,,დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. მე ვარ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ.

ცნობისთვის, ლაშა ფურხვანიძე ,,გრინსერვის პლიუსის” დირექტორია, კომპანიის, რომელმაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, უკვე თითქმის 24 საათია ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იკითხება.

მსგავსი თემები