,,ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება, გულის მასაჟები…ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო”- მეგი ბანცაძე

,,საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო,”- ამის შესახებ მეგი ბანცაძემ განაცხადა, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მისი თქმით, 13 წლის ლაზარეს პირველადი დახმარება სწორედ მან აღმოუჩინა.

,,ბავშვები, დაშავებულების კლასელები ტიროდნენ. გავიგე, რომ ბავშვები ბასეინში ჩავარდნენ და ცუდად არიანო. მე რომ მივედი გოგონა და ბიჭი წყლიდან უკვე ამოყვანილები იყვნენ, ორივენი იქვე ეწვინათ. საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მე უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს, გოგონა ჩემგან მოშორებით იყო. ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება გულის მასაჟები გავუკეთე, ჩემთან ერთად კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც პულსი მივიღე, ყურებიდან წამოვიდა სიწითლე, ამის შემდეგ ჩავსვით სასწრაფო დახმარების ბრიგადაში” – განაცხადა მეგი ბანცაძემ.

მსგავსი თემები