გაეროს რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველომ მხარი დაუჭირა

რეზოლუციის პროექტს, რომლის დასახელებაა  “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა – გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა,” საქართველოც მიუერთდა. რეზოლუცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიიღეს.

143 ხმა  ხუთის წინააღმდეგ  – ასე დასრულდა კენჭისყრა, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.

რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ნიკარაგუა წავიდა.

„კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ“ – გაერომ რეზოლუცია მიიღო

მსგავსი თემები