ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის საბჭო ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბერში.

იმ ნაბიჯებს შორის, რომლებსაც ევროკავშირი ელოდება ბოსნია და ჰერცეგოვინასგან, არის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების დამტკიცება, როგორც პრიორიტეტული საკითხი, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გადამწყვეტი ზომების მიღება კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების ყველა დონეზე ეფექტური კოორდინაციის ხელშეწყობა და თავშესაფრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ცნობისთვის, ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა.

მსგავსი თემები