,,ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა”- წალენჯიხის მერის გამოკითხვა დასრულდა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს.  წალენჯიხის მერის ინფორმაციით, პოლიცია სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მიმდებარედ კამერების ჩანაწერების დათვალიერება.

,,ძირითადად, შეკითხვები ეხებოდა ხანძრის წინა ვითარებებს. ანუ წინა ვითარებებს, მანქანის მდგომარეობას, გამართულობას და ვუპასუხე, რომ 100%-ით გამართული იყო მანქანა. ვუთხარი რა დროს მოვედი, ვუთხარი როგორ გავიგე ხანძრის შესახებ და ამასთან, მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდში იყო თუ არა რაიმე მუქარები ან რაღაც უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს რამე განსაკუთრებული ვითარება, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ჩემი დასკვნებით წარმოვიდგინე ის კვალი, ნამწვის ზოლი მაძლევდა სრულ უფლებას იმაზე, რომ მევარაუდა, რომ ეს გახლავთ ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძარი… ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, ეს არ არის მხოლოდ მანქანის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აქ იყო საშიშროება, რომ ბენზინის ავზი იყო სავსე და მისი აფეთქების შემთხვევაში, სამეზობლოში ხანძრის გაჩენის და სასიცოცხლო საფრთხეების შექმნის,”- განაცხადა ხარჩილავამ.

მსგავსი თემები