პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება.

საპროტესტო აქციების გამართვა აიკრძალება ისეთ ადგილებთან ახლოს, როგორებიცაა: სამთავრობო შენობები, უნივერსიტეტები, სკოლები, ეკლესიები, აეროპორტები და პორტები, რკინიგზის სადგურები და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.

მანამდე აქციების გამართვა პრეზიდენტის რეზიდენციებთან, სასამართლოებთან, ციხეებთან და საგანგებო ოპერაციულ სამსახურებთან ახლოს იყო აკრძალული.

 

მსგავსი თემები