,,ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით”- ნიკა მელია ხარჩილავას ავტომობილის დაწვაზე

,,ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით,”- ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტს.

მელიას თქმით, წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა – ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება.

,,ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრომლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო  არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო! წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება! ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!”,- წერს ნიკა მელია.

მსგავსი თემები