„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს”- ალექსანდრე დარახველიძე ყირიმის ხიდზე აფეთქებაზე

,,ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“- განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები