ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა

ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა. აღნიშნული გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა მიიღო.

„რუსულ რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში.

ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.

მსგავსი თემები