როგორია ნარკოტიკის მოხმარების მაჩვენებელი სკოლის ასაკში – გური მენაბდიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

ექსპერტმა და ნარკოლოგმა, გური მენაბდიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სკოლის ასაკში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კვლევავ აჩვენა, რომ 15-16 წლის ასაკის მოსწავლეებში მარიხუანის მოხმარება 3%-ით არის გაზრდილი.

,,2019 წლის კვლევის შედეგად, 280 სკოლის 3000-მდე მოსწავლე გამოიკვლიეს. ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების ფაქტი, როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში რამდენიმე პროცენტით დაწეულია. ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალებებზე ხელმისაწვდომობა პროცენტულად დაწეულია 2015 წელთან შედარებით. რაც შეეხება მარიხუანას, კვლევას თუ დავეყრდნობით, დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი 15-16 წლის ასაკში მოხმარება როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში. მნიშვნელოვანია, რომ აქ კითხვარი შემდეგნაირი იყო: ცხოვრებაში ერთხელ გაუსინჯავს მარიხუანა? ბოლო 30 დღის განმავლობაში გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა? კითხვა არ შეეხობდა მოიხმარდა თუ არა სისტემატურად მარიხუანას. კვლევის თანახმად, დანარჩენ ნარკოტიკულ საშუალებებზე მნიშვნელოვნად იქნება ხელმისაწვდომობა შემცირებული. ამასთან ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარებაც შემცირებულია,”- განაცხადა გური მენაბდიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ნარკოლოგის განმარტებით, სტატისკურად უფრო მეტი მამაკაცი მოიხმარს მარიხუანას ვიდრე ქალი. მისივე თქმით, არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც 15-16 ან უფრო პატარა ასაკის ადამიანი ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდეს.

,,საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკებში ნარკოტიკზე დამოკიდებული სკოლის მოსწავლე არ ყოფილა. ფაქტს ვერ ვიხსენებ, როდესაც 15-16 ან უფრო პატარა ასაკის ადამიანი ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ ყოფილიყოს კლინიკაში. თუმცა, შესაძლოა, მოსწავლე მარიხუანას მოიხმარს, მაგრამ იმდენად იშვიათად, რომ ვერც თვითონ და ვერც მშობელი პრობლემას ვერ ხედავს,”- აღნიშნა გური მენაბდიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ფსიქოზი, ტვინის დაზიანება, აგრესია, უშვილობა… – ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი „მარიხუანათი“ დაწყებულ პრობლემებზე

მსგავსი თემები