საპარლამენტო დელეგაცია რადაში შეხვედრას მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.

„ჩავედი კიევში ქართველ პარლამენტარებთან ერთად, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქართული დელეგაცია ამ წუთებში რადაში იმყოფება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან.

საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდს „სიურპრიზი“ მოუწყო და კიევში დამოუკიდებლად, გიორგი მარგველაშილთან ერთად ჩავიდნენ.

გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ ერთად უკრაინაში ჩავიდა

მსგავსი თემები