,,სამინისტროს გუნდი კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი”- თეა წულუკიანი

,,სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი,”– ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი.

„მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემ თავზე ვსაუობრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად. არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები ითხოვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს

მსგავსი თემები