„არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“ – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვება ვერ მოხდება და ყველა პატიმარი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს.

„რაიმე კონკრეტიკა, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ თუ რა სჭირს სააკაშვილს? მე ვიცი, რომ სახელმწიფო და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და 9000 სხვა პატიმრის ჯანმრთელობა, მათი უფლებები იყოს დაცული, არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები