გახარიას პარტიიდან სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანაშრომლობისთვის დავით ფარცვანია გარიცხეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრ დავით ფარცვანიას ფრაქცია დაატოვებინეს. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათი განმარტებით, დავით ფარცვანია შემჩნეულია „ქართულ ოცნებისა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში. ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ ფარცვანია 20 000 დოლარის და თანამდებობის სანაცვლოდ, „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ს პარტიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. სწორედ ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით ფარცვანიას დაეტოვებინა პარტია.

„დღეს პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, სუს-ის და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული თბილისის საკრებულოს წევრ დავით ფარცვანია პარტიის რიგებიდან გარიცხულია. ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან სულ რაღაც 20 000 დოლარის სანაცვლოდ და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების გამო, პარტია „საქართველოსათვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ფარცვანიამ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო „ქართულ ოცნებასა“ და სუს-თან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც დღევანდელი მისი გადაწყვეტილება, ამას კარგად ადასტურებს.

„ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, მთელი საქართველოა მასშტაბით. მათ შორის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობრივად წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს,”- განაცხადა ზაზა თავაძემ.

მსგავსი თემები