„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს”- საგარეო უწყება

საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით,  საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები