,,ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები – წინააღმდეგობა გაუწია”- მძევალი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრობს ერთ-ერთი მძევალი, რომლის განცხადებითაც, ბანკში მეგობართან ერთად იყო მისული, რა დროსაც შეარაღებულმა თავდამსხმელმა გაისროლა და ისინი მძევლად აიყვანა.

,,ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და ვსო, მერე დაიწყო თქვენც უყურებდით ლაივში რაც ხდებოდა. მე მალაპარაკებდა და მე ვის ველაპარაკებოდი არ ვიცი, პოლიციელი იყო.. მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა უკვე ლაპარაკი ბოლოში, დათანხმდა მაგრამ თანხა თუ მისცეს და რამდენი მისცეს არ ვიცი. გამოვედი უკანა კარებიდან, რომელი კარის შესახებაც მან არ იცოდა არაფერი, პოლიციამ გამომიყვანა, გააღო კარები, გახსნა ტერიტორია, მითხრეს გამოდიო და გამოვედი. წინააღმდეგობა გაუწია”,- განაცხადა მძევალმა.

შეგახსნებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი გუშინ შეიჭრა. თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი და მათ გასათავისუფლებლად,  2 მილიონ დოლარსვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა.

მსგავსი თემები