ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.
კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს?- პასუხები ასე გადანაწილდა:
- პროდასავლური – 47%;
- პროდასავლური, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან – 31%;
- პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან – 7%;
- პრორუსუსლი – 2%;
- არ ვიცი – 12%;
გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? შედეგები ასეთია:
- მისაღებია – 75%;
- მიუღებელია – 14%;
- არ ვიცი – 10%;
NDI-ს კვლევით, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი?პასუხები ასე გადანაწილდა:
- მისაღებია – 69%;
- მიუღებელია – 16%;
- არ ვიცი – 14%;
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტად რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიები უშლის ხელს.