ყოველი მესამე გამოკითხულს საკვების ფული არ აქვს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევით, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა აცხადებს, რომ საკვების ფულიც კი არ აქვთ.

გამოკითხულთაგან ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

კითხვაზე:  ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად, პასუხები შემდეგია:

არასდროს – 39%;

ყოველთვე ან უფრო ხშირად – 30%;

უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე – 29%.

 

მსგავსი თემები