წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით 5 შვილის დედას ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით კი, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.
შემთვევის შედეგად, დაღუპულის მეუღლემაც მიიღო მცირე დაზიანებები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.