,,10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა”- ირაკლი კობახიძე

,,სადაც საჭირო იქნება ხმამაღლა რაღაცის თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არ არის ხმამაღლა თქმა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ, ამის დამსახურებაა, რომ 10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა,” – ასე უსაპუხა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ დუმს  მმართველი გუნდი ბიჭვინთის ანექსიაზე.

კობახიძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება პირველია, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა.

,,თქვენ ხომ ხედავთ, ხელისუფლება მაქსიმალირად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების კუთხით რისკები განეიტრალდეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. 10 წლის განმავლობაში არ გვქონია ომი, პირველი ხელისუფლება ვართ საქართცელოში 90- იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა, ერთადერთი პრობლემა არის ბორდერიზაცია სამწუხაროდ, რაც ასევე წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა, მაგრამ ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია და ეს არის ჩვენი დამსახურება. როცა საუბარია რუსულ ინტერესებზე, შედეგებით ფასდება ეს ყველაფერი. წინა ხელისუფლების შედეგი რა იყო – 20 პროცენტი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა არც ერთი და არც – მეორე. ბიჭვინთაც ამის ნაწილია, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს და შექმნეს უამრავი პრობლემა, იგივე ბიჭვინთა და ბორდერიზაცია, ყველაფერი მათი მემკვიდრეობაა, მათ დაგვიტოვეს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ ქვეყანა რისკებისგან, ყველაზე კარგად და გვაცადეთ, სადაც საჭირო იქნება ხმამაღლა რაღაცის თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არ არის ხმამაღლა თქმა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ, ამის დამსახურებაა, რომ 10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები