დაბურული მანქანის მართვა  500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”  მომზადებული ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე სანქციები იზრდება. ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და მას პარლამენტს პირველივე სხდომაზე წარუდგენენ.

კანონპროექტის მიხედვით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება – სანქცია 500-დან (პირველ ჯერზე) 1000 ლარამდე (მეორე ჯერზე) იქნება.

გარდა აღნიშნულისა,  მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და ამ შემთხვევაშიც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება.

სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.

 

მსგავსი თემები