სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები იზრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”  შესატანი ცვლილებების პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული ჯარიმები მკაცრდება. შსს-ის კანონპროექტით,  სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ასევე, სანქცია იზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც  300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.  თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარის.

დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

დაბურული მანქანის მართვა  500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

მსგავსი თემები