„გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს“ – შარლ მიშელი

რუსული „გაზპრომის” მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის განუსაზღვრელი ვადით წყვეტას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს.

„გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას,” – აცხადებს მიშელი.

„გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა

მსგავსი თემები