აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებას გეგმავს

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის დასანქცირების გამო, აზერბაიჯანი გეგმავს ევროპას უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, ტრანსადრიატიკული გაზსადენის – TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას განვახორციელებთ. აღნიშნულისთვის კი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მთავარია  პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, რომლის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე ვგეგმავთ“ ,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე.

ბაქოს სურვილია, 10 მილიარდ კუბურ მეტრიდან მიწოდება 20 მილიარდამდე გაიზარდოს.

 

მსგავსი თემები