,,როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ოჯახი მიმყავს, ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა”- ზელენსკი

,,როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს?  ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას ქვეყნის დატოვებას სთავაზობდნენ.

,,მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაში უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ შეგვეძლო ამ სიტუაციაში უფრო მკაცრად მოვქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით ეროვნულ ბანკს და რომელიმე სხვა დაწესებულებას ხალხისთვის საკუთარი ფულის გატანის უფლება შეეზღუდა. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს ეს თავისუფლება აქვს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს? არადა, მე სწორედ ამას მთავაზობდნენ.  ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა”.

მსგავსი თემები