სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან საპატიმრო დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა

საპატიმრო დაწესებულებაში, სოსო გოგაშვილთან გამომძიებელი იმყოფება, რომელიც მას გამოკითხავს და შესაბამის პროცედურებს ჩაატარებს.

სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადებებით  სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა, რომელიც ასევე აპირებს გოგაშვილის გამოკითხვას

გამოძიებას დღეს სახალხო დამცველმაც მიმართა და გოგაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილის ადვოკატმა და ოჯახმა გაავრცელა ინფორმაციას, რომ გოგაშვილს ციხეში შს მინისტრმა დაურეკა და დაემუქრა.

მსგავსი თემები