„ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო“ – ზელენსკი აღდგომის დღესასწაულზე

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას და უკრაინელებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და გამარჯვებას უსურვებს

„ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ კი არ ველოდებით და ვითხოვთ, ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას“ – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, რთული მწვერვალები გასავლელია.

„417 დღე. დიდი გზა გავიარეთ. ალბათ, ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის. გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს… ყველა, ვინც მოკლა, აწამა, გაძარცვა, პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო ტრიბუნალის, ასევე უფლის წინაშე“, – აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები