,,პარტიის შექმნაზე, კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, ნაადრევია საუბარი, როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი, შექმნიან თუ არა პარტიას  მმართველი გუნდიდან წასული  დეპუტატები.

„ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ შეფასება ზოგადად ამ თემაზე და ვთქვით, რომ ერთადერთი განსხვავება პოზიციებს შორის არის, რომ ისინი თვლიან, მეტი დოზით უნდა ითქვას სიმართლე საზოგადოების წინაშე, ჩვენ ვთქვით, რომ ამის საშუალება იმ სტატუსიდან გამომდინარე გვაქვს, რაც გვაკისრია. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიაზე, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ნაადრევია საუბარი, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები