,,ჩემი შვილი უკრაინის მოქალაქეა და ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  აუცილებელია საქმის იურიდიული მხარე გადაიდოს და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა და უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის.

,,ძალიან არ მომეწონა. მთელი დღის პირველი ნახევარი გული ერეოდა და ლუკმა არ ჩაუდია. ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ. თუ მოხდება ყველაფერი ისე, როგორც მე წარმომიდგენია ყველაზე უკეთეს ვარიანტში, მაშინ ალბათ საბოლოოდ… იცით რაშია საქმე, ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები