,,კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როცა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საჭიროა პასუხი, ახსნა-განმარტება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე  დასავლეთის მიმართ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პასუხობს. კალაძის თქმით, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როდესაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ამას სჭირდება პასუხი და ახსნა-განმარტება.

„არის დისკუსია, პოლემიკა რაღაც საკითხებზე. როდესაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი, სჭირდება ახსნა-განმარტებების გაკეთება. ასე რომ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები