თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა

თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

მათი ცნობით, სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

“დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი თემები