ლიზ ტრასი პრემიერობის შემთხვევაში ევროკავშირის ყველა კანონის გაუქმებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდა 2023 წლისთვის გააუქმებს ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, რომელიც კვლავ მოქმედებს ბრიტანეთში. მისი თქმით, არსებული რეგულაციები ხელისშემშლელია.

„ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს“, – აცხადებს პრემიერობის კანდიდატი.

 

მსგავსი თემები