,,დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ეხმიანება. მისი თქმით, დეპუტატი თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში, რაც  უპასუხიმგებლობაა და  არ უნდა წახალისდეს.

„ლევან ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ამ პრობლემის გადაწყვეტა პარლამენტში ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს. არ მივიჩნევ, რომ უპასუხიმგებლობა უნდა წახალისდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

მსგავსი თემები