,,ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია, სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი”- ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა არის დიდი პროგრამა, ამოცანა და ფაქტობრივად, გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიებს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია არ აქვთ.

„მესმის, რომ ეს რთულია სხვადასხვა პარტიისთვის. ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია. სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი. ვიმედოვნებ, რომ ბევრი პარტია გამოძებნის გამბედაობასა და ძალას, რომ გააგრძელოს ამ სახის თანამშრომლობა. თუ გსურს, იყო პროევროპული პარტია, უნდა გაითვალისწინო ეს 12 პუნქტი“, – განაცხადა განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ამასთან, ელჩმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც კელი დეგნანს შეეხება.
„მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის არასაჭირო დავა, რომელმაც დიდი მასშტაბით მოიცვა ქართული მედია. ეს ფაქტობრივად არის ყურადღების გადატანა ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტებიდან, რომელიც ახლა უნდა მოგვარდეს. ეს საკითხები უკავშირდება ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას და სხვა გამოწვევებს, როგორიცაა შრომის ბაზარი, რომელზეც დღეს ვახდენთ ფოკუსირებას. მედიისთვის სასარგებლო არ არის შეყოვნება ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის დავაზე“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები