,,თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს,”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო, ამ ეტაპზე არ განიხილავს ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღებას.
„ჯერჯერობით, ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები სტაბილური გახდეს, თუმცა თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს“,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.
ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ურჩევს დახურულ სივრცეში გამოიყენონ პირბადე და მაქსიმალურად აარიდონ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ცუნამის მსგავს პანდემიის მოლოდინში – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“