,,უკრაინას არ სჯერა, რომ ბელარუსი მის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, მაგრამ ემზადება შესაძლო პროვოკაციებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიიდან შეინიშნება გარკვეული პროვოკაციები და არსებობს საფრთხე, ბელარუსის უკრაინის წინააღმდე ომში ჩართვის.

ზელენსკის თქმით,  ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბელარუსი არ ჩაერთოს ამ ომში.

,,უკრაინას არ სჯერა, რომ ბელარუსი მის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, მაგრამ ემზადება შესაძლო პროვოკაციებისთვის. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ რეალურ მოვლენებზე, რაც ხდება. რაკეტები გაუშვეს ბელარუსის ტერიტორიიდან. ძალიან ბევრი, სხვადასხვა კალიბრის, რამაც სხვადასხვა ზიანი მიაყენა უკრაინას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ბელარუსი ხალხის გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ ჩაერთოს ამ ომში. მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ადამიანებზე, რომლებიც ხედავენ რა ხდება. არ შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე და თქვა: ეს ჩვენ არ ვართ, ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაცია აწარმოებს… მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ ბელარუსი არ ჩაერთვება ამ ომში, მაგრამ არის პროვოკაციები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები