მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით  პროტესტს რამდენიმე საათის განმავლობაში გამოხატავდნენ.

გიგა მაქარაშვილის განცცხადებით, აქციის ორგანიზატორები იმსჯელებენ სამოქმედო გეგმაზე და მათი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება.

„იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს იქ დადგომის უფლება, რომ შენობაში შესულ ღარიბაშვილს აქციის არცერთი მონაწილე არ დაენახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი მტკიცე და მართალია, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მსგავსი თემები