,,თუ ვინმემ დაიმსახურა სტატუსი სამეულიდან, ეს საქართველოა”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის თანაშემწე

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯია ეხმაურება.

მისი შეფასებით, შიდა ცვლილებებით და გატარებული რეფორმებით, საქართველო  უსწრებს  უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს  კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მიანიჭა, რომ ქვეყანა ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა.

,,შიდა ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანაშია გატარებული, შეუძლებელია შევადაროთ უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, ევროკომისიამ უკრაინას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და არა საქართველოს. ჩემი აზრით, თუ ვინმემ დაიმსახურა სტატუსი ამ სამეულიდან, ეს საქართველოა. გასაგებია, რომ ის არ მიანიჭეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს კი აიხსნება იმით, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა. უნდა გვესმოდეს, რომ თავად კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა. ეს უბრალოდ რიგის ნომერია ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება რიგის დასრულებამდეც დაიხუროს”, – განაცხადა ღვინჯიამ.

მსგავსი თემები