,,ახლა საქართველომ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, როდის მიიღებს ქვეყნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

,,უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსი წინ გადადგმული, რომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, კარები ფართოდ არის ღია. ახლა საქართველოს გადასადგმელია საჭირო ნაბიჯები, რომ წინ იაროს, ქვეყანა გაერთიანდეს პოლიტიკური მხარის თვალსაზრისით და ეს თქვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეასრულებთ, რაც უფრო მალე იქნება პროგრესი, ეს არის საქართველოს ხელში, რომ დააჩქაროს და იმოძრაოს ამ ღია კარისკენ “, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები