,,გვსურს ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით”- ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე საქართველოსთვის შედგენილი პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია წარადგინა, რომელთა შესრულების საფუძველზეც ევროკომისია მიიღებს გადაწვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვსურს ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მსგავსი თემები