,,რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული”-ალექსეი არესტოვიჩი

,,უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის განცხადებით, რუსი სამხედროები მასობრივად აწამებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

„ჯერჯერობით საკითხი უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ წმინდა გენოციდს ეწევა. სხვათა შორის, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ – ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. ჯერ რომელ „ძმობაზე“ შეიძლება, ვისაუბროთ? თუნდაც ურთიერთობების აღდგენა მოხდეს – ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ – ეს ძალიან შორეული ამბავია. ახლა კი ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები