,,კრიტიკული განცხადებები ისმის დასავლელი პარტნიორებისგან და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა”- ხათუნა სამნიძე

,,რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გამოწვევები არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, როდესაც დასავლელი პარტნიორები დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემა.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ვერ ეგუება კრიტიკას, სიმართლეზე საუბარს და საღ აზრს. ეს ჩანს მათ განცხადებებში, რეაქციებში, როცა ესხმის თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ვნახეთ თავდასხმები ამერიკის საელჩოზე, დასავლელ პარტნიორებზე. ეს არის მათი სტილი. EPP- მ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მათ განცხადების შედგენისთვის აქვთ სხვადასხვა წყაროები, არამხოლოდ პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. კრიტიკული განცხადებები ისმის დასავლელი პარტნიორებისგან და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. თითქმის ყველა საუბრობს დემოკრატიის გამოწვევებზე და უკუსვლაზე, ეს არის პრობლემა, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ და არა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, იმედს ვიტოვებ, პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭებაზე იქნება პოზიტიური და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კონკრეტული პირობების შესრულება კონკრეტულ ვადებში და აღარ ექნებათ საშუალება ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. დათქმებში ხაზგასმული იქნება პირდაპირ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ პუნქტების შესრულებაზე“, – განაცხადა სამნიძემ.

„ევროპის სახალხო პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები