,,რუსეთი აწარმოებს მაქსიმალურად ბარბაროსულ საბრძოლო მოქმედებებს და ახორციელებს უკრაინელების გენოციდს”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის გარეშე ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა  გამოიწვევს კონფლიქტის გაჭიანურებას. მისი თქმით, უკრაინის ზოგიერთი საერთაშორისო მოკავშირე გარკვეული სახის დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მსოფლიომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რა არის რუსეთის ფედერაცია დღევანდელი სახით და ამიტომ არის გარკვეული განწყობები, რომ მოდით, დავუბრუნდეთ ომამდელ სიტუაციას და ავაწყოთ ბიზნესი და პარტნიორობა. რადგან სხვა ქვეყნებს არ სურთ, მდიდრული ცხოვრების შესაძლებლობის დაკარგვა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მრჩეველის განმარტებით, რუსეთთან ნებისმიერ დათმობებზე წასვლა მიუღებელია.

„უპირობოდ ამორალურია ნებისმიერ დათმობებზე წასვლა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ კიევის ოლქში, მარიუპოლში, სამხრეთით და აღმოსავლეთით და უკრაინის სხვა ქალაქებში. ამის შემდეგ იმაზე საუბარი, რომ რუსეთი აწარმოებს ცივილიზებულ ომს, შეუძლებელია. რუსეთი აწარმოებს მაქსიმალურად ბარბაროსულ საბრძოლო მოქმედებებს და ახორციელებს უკრაინელების გენოციდს, რადგან ისინი არიან უკრაინის მოქალაქეები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები