უკრაინის ელჩი გერმანიას შეიარაღების მიწოდებას გაჭიანურებაში ადანაშაულებს

უკრაინის ელჩი გერმანიის მოქმედებებით უკმაყოფილოა. როგორც ანდრეი მელნიკი აცხადებს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შესაძლოა, დრო გააჭიანუროს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება არ მიაწოდოს.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინას  50 ერთეულ „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიაწვდიდნენ, თუმცა, მათი მიწოდება ან დრომდე არ მომხდარა.

„გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კანცლერს ამის გაკეთება არ სურს. გადაცემული იქნა მხოლოდ შვიდი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, მაგრამ არა „გეპარდები“, „ლეოპარდები“ და „მარდერები“. ყველა მათგანი უკვე გამოყვანილია ექსპლუატაციიდან და შესაძლებელია, გადმოგვცეს სამხედრო ინდუსტრიამ გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობების დაზიანების გარეშე“, -აცხადებს უკრაინის ელჩი.

 

მსგავსი თემები