კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო.

,,პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას. პუტინის რეჟიმის ახლო თანამოაზრეებისა და მთავარი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის ამ არაპროვოცირებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არის ერთ-ერთი იმ მრავალ გზას შორის, რომლითაც ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მის დანაშაულებებზე”, -განაცხადაკანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა. 

მსგავსი თემები