უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარების დაბლოკვა სენატმა 19 მაისამდე უნდა მოაგვაროს   

ომში მყოფი უკრაინისთვის 40 მილიარ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფა ბლოკირებულია. მიზეზი „რესპუბლიკელი“ სენატორია, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები უნდ შევიდეს.

პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი კი აცხადებს, რომ სენატმა დახმარების პაკეტი 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს.

„19 მაისი არის დღე, როდესაც ჩვენ  ხელიდან ვუშვებთ  მიწოდების განხორციელების შესაძლებლობას. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად. გვსურს, გვქონდეს დამატებითი უფლებამოსილებები დამტკიცებული ამ თვის მესამე კვირას, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას საფრთხე არ შეექმნას. სენატს მოვუწოდებთ, იმოქმედოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა მაისის ბოლომდე არ მოგვიწიოს ლოდინი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ კენტუკის შტატის სენატორი ითხოვს, ყოველი გამოყოფილი თანხა სპეციალურმა ინსპექციამ აკონტროლოს. აღნიშნულისთვის კი საკანონდებლო ცვლილებები და სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახურის შექმნაა საჭირო.

სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება დაბლოკა

მსგავსი თემები