თურქეთი ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას არ ემხრობა

თურქეთის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრობისთვის მზად არ არიან. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი განმარტავს, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის.

„თვალს აქტიურად ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებულ მოვლენებს. დადებითად არ ვართ განწყობილი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული იყო შეცდომები საბერძნეთთან დაკავშირებით და თქვენ იცით საბერძნეთის დამოკიდებულება თურქეთისა და ნატოს წინააღმდეგ. არ გვინდა, შეცდომა მეორედ დავუშვათ“ – აცხადებს ერდოღანი.

მისივე შეფასებით, სწორედ სკანდინავიის ქვეყნებში არიან შეფარებულები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები და „რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის წარმომადგენლები“.

მსგავსი თემები